Главная > ქალი და სამყარო > შეხვედრა: „ქალთა ჩართულობის როლი თემში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად“

შეხვედრა: „ქალთა ჩართულობის როლი თემში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად“


28-07-2022, 15:15. Разместил: mariko
საინფორმაციო-სადისკუსიო შეხვედრა: „ქალთა ჩართულობის როლი თემში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად“

TASO Foundation • ფონდი ტასო მხარდაჭერილი პროექტის: "ახალგაზრდა ქალთა საინიციატივო ჯგუფების გააქტიურება და ქალთა მოძრაობის გაძლიერება“ ფარგლებში სოფელ ბოლნისში ჩატარდა საინფორმაციო-სადისკუსიო შეხვედრა: „ქალთა ჩართულობის როლი თემში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად“

შეხვედრის ორგანიზებაში და სომხურად შეხვედრის მთარგმნელობით საქმეში აქტიურად ჩაერთო საინიციატივო ჯგუფი: „ქვემო ქართლის ახალგაზრდა სომეხ ქალთა კავშირი“

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სოციალურად სამართლიანი საზოგადოება, ქალთა როლი, ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივი თემის გასაძლიერებლად და ა.შ.

Вернуться назад