RadioWW / » ქალი და სამყარო » შეხვედრები ჩანახატების ფონზე
სრული ინფორმაცია
რა პრობლემები და გამოწვევები აქვთ ქალებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში? საჭიროებები, რომელთა შესახებაც ქალებმა, ბოლნისში და სოფელ ბალახაურში, შეხვედრაზე გვიამბეს ზალიკო სულაკაურის კარიკატურებში ავსახეთ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან არაერთი საინტერესო ნამუშევარი წამოვიღეთ, რეალური პრობლემებით, რომელთა მოგვარებასაც ერთად შევეცდებით.
WIC-ის გუნდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეტაპობრივად სტუმრობს პროექტის ფარგლებში "საქართველოს 20 მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის ინტეგრირებასა და გაძლიერებაში", რომლის მხარდამჭერია გერმანიის საელჩო.