Главная > არჩევნები 2024 / სიახლეები > 12:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 602 445 (17,09%) ამომრჩეველი მივიდა.

12:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 602 445 (17,09%) ამომრჩეველი მივიდა.


4-10-2025, 12:33. Разместил: mariko
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 602 445 (17,09%) ამომრჩეველი მივიდა.

4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური პარტია. პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ 64 საკრებულოს სულ 2058 წევრს და თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების 64 მერს. 64 მუნიციპალიტეტში მერობის სულ 121 კანდიდატია. მათგან 9 თბილისში.

არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია აკვირდება.

Вернуться назад