Главная > არჩევნები 2024 / სიახლეები / პოლიტიკა > საკუთარი არჩევანი გააკეთა მიხეილ ყაველაშვილმა

საკუთარი არჩევანი გააკეთა მიხეილ ყაველაშვილმა


4-10-2025, 10:59. Разместил: mariko
საკუთარი არჩევანი გააკეთა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან მოკლე განცხადება გააკეთა. კითხვებს კი ასე უპასუხა :
 "თქვენ საერთოდ აქ რატომ დგახართ, და რატომ მისვამთ კითხვას? თქვენთვის ხომ არალეგიტიმური ვარ? მე ვესაუბრები საზოგადოებას" -ასე უპასუხა ყაველაშვილმა კრიტიკული მედიის ჟურნალისტს კითხვაზე, რას ელოდება დღეს საღამოს.

ხოლო ჟურნალისტის კითხვას, "დაგირეკათ დონალდ ტრამპმა?", ყვაელაშვილმა პირდაპირ არ უპასუხა: - "ამერიკაში ვინ იყო? ვისი სახელით ვიყავი? ტრამპმა ვინ მიიწვია იქ? საზეიმო ვახშამზე ვინ მიიწვია?" - უპასუხა ყაველაშვილი საარჩევნო უბანზე.

 შეგახსენებთ, საქართველოში მუნიციპალიური არჩევნები ტარდება, სადაც მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მერებს და საკრებულოს დეპუტატებს აირჩევს.

 პროცესს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა.
 საარჩევნო პროცესს არ აკვირდება ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია და ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციები: “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “სამართლიანი არჩევნები”.

 თუმცა 4 ოქტომბრის არჩევნებს 9 უცხო ქვეყნის 10-ზე მეტი მედია აკვირდება, რომელთაგანაც ყველაზე მეტი გამოგზავნილი ჰყავს რუსეთს. ესენია: "TASS", „მირ“ და „Ruptly“
 ცესკოს მონაცემებით, არჩევნებს ჯამში 56 ქართული და საერთაშორისო მედია დააკვირდება.

Вернуться назад