Главная > არჩევნები 2024 / სიახლეები / პოლიტიკა > ეკა გიგაური - ეუთო/ოდირის ანგარიში იმაზე უფრო მკაცრია, ვიდრე შუალედური იყო - ამ ანგარიშის საფუძველზე საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი, ფარული და თანასწორი
ეკა გიგაური - ეუთო/ოდირის ანგარიში იმაზე უფრო მკაცრია, ვიდრე შუალედური იყო - ამ ანგარიშის საფუძველზე საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი, ფარული და თანასწორი21-12-2024, 16:30. Разместил: mariko |
ეს ანგარიში იმაზე უფრო მკაცრია ვიდრე შუალედური ანგარიში. აქ უკვე მეტი კონკრეტული ფაქტია მოყვანილი. ამ ანგარიშის საფუძველზე საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი, ფარული და თანასწორი. ეს არის მთავარი, რაც შეიძლება გავიგოთ ამ ანგარიშიდან. წინასაარჩევნო პერიოდში ხაზგასმულია, ის საკანონმდებლო ცვლილებები და კანონები, რომელიც მიღებულ იქნა და რომელმაც უარყოფითი გავლენა მოახდინა წინასაარჩევნო პერიოდზე. მათ შორის საუბარია მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა ერთ-ერთი საფუძველია, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. „ეუთო/ოდირისთვის აშკარა გახდა ის დარღვევები და სქემები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა არჩევების დღის განმავლობაში. ასევე მკაცრად არის შეფასებული ის გარემო, რომელიც ამომრჩევლებისთვის იყო შექმნილი, მათ თავისუფლად არ შეეძლოთ ხმის მიცემა და მოლოდინი ჰქონდათ, რომ მათი არჩევანის გამო, მათზე გარკვეული უარყოფითი ქმედებები განხორციელდებოდა. ასევე საუბარია საჯარო სამსახურის წარმომადგენლებზე, მათ მიმართ უარყოფით გავლენაზე და რა თქმა უნდა, ამომრჩეველთა მოსყიდვასა და ზეწოლაზე. გარდა ამისა, ასევე საუბარია იმაზე, თუ რა ხდებოდა არჩევნების დღის შემდეგ, რა ხდებოდა სასამართლოებისა თუ საარჩევნო კომისიებში, როგორ განიხილებოდა დავები, ეს ყველაფერი უარყოფითად არის შეფასებული. ასევე, ნეგატიურად არის შეფასებული აქციების დროს პოლიციისა და სხვა უწყებების ქმედებებიც. ჩვენც კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს კიდევ ერთ-ერთი საფუძველია იმისა, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს. მოქალაქეებისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც არჩევნების მიმდინარეობას ვაკვირდებით, აღნიშნული დარღვევები ცნობილი იყო, მაგრამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ უკვე დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით“,- განაცხადა ეკა გიგაურმა. Вернуться назад |