საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა 159.5%-ით, ხოლო ინდოელების 64.3%-ით გაიზარდა

ნანახია: 254
სრული ინფორმაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში 3 021 067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მათივე ცნობით, იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2 123 816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა და 2023 წელთან შედარებით ზრდა 10%-ი იყო.

ტურიზმის ადმინისტრაციას გამოქვეყნებული აქვს ასევე, 2024 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყნის მონაცემიც, საიდანაც ირკვევა რომ ამ 15 ქვეყნიდან ყველაზე მეტად საქართველოს წლის 1-ელ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინელი და ინდოელი ტურისტები გაეზარდა.

კერძოდ, ვიზიტების მიხედვით ტოპ-15 ქვეყანას შორის, ყველაზე მეტად - 159.5%-ით გაიზარდა ჩინელი ვიზიტორების რიცხვი, რომელთა რაოდენობამ 2024 წლის 1-ელ 6 თვეში 32 853 შეადგინა, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 12 659 იყო. 64.3%-ით არის გაზრდილი ინდოეთიდან ვიზიტორების რიცხვი. კერძოდ, თუ 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ინდოეთიდან 57 747 ტურისტი ესტუმრა, გასული წლის 6 თვეში ეს მაჩვენებელი - 35 140 იყო.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამ 15 ქვეყნიდან 44.3%-ით არის წლიურად გაზრდილი ვიზიტორების რიცხვი საუდის არაბეთიდან, საიდანაც საქართველოს წელს 22 271 ტურისტი ეწვია (2023 წელი - 15 434); 26.7%-ით გაიზარდა უზბეკეთიდან ვიზიტორები და 25 661 შეადგინა (2023 წელი - 20 250); ამასთან, ზრდის მიხედვით გამოირჩევა გერმანიაც, საიდანაც 2024 წლის 1-ელ ნახევარში ქვეყანამ 31 096 ტურისტი მიიღო, რაც წლიურად 24.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია (2023 წელი - 25 020).

ვიზიტების მიხედვით ტოპ-15 ქვეყანას შორის ერთნაირი 21,7%-იანი ზრდა ჰქონდა ყაზახ და ირანელ ტურისტებს. კერძოდ, 2024 წლის იანვარ - ივნისში საქართველოს ყაზახეთიდან 70 298 ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო ირანიდან - 61 961, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ ქვეყნებიდან საქართველოს შესაბამისად, 57 771 და 50 932 ვიზიტორი ყავდა.

449923029-1011766313416947-4970552441410056748-n-1721031396.jpg


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."