Главная > ქალები ცვლილებებისთვის > გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის“

გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის“


22-11-2021, 10:05. Разместил: qristine

გრძელდება გადაცემათა ციკლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქლთა შრომით უფლებებთან დაკავშირებით.


პროექტი: „ქალები ქალთა რადიო WW-სთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა შრომითი უფლებებისთვის“ ფარგლებში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარომ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში გასვლითი ღონისძიება მოაწყო.


ასოციაცია „ქალი და სამყაროს“, ადგილობრივი თვითმართველობის და ქალთა სათემო რადიო WW-ის წარმომადგენლებთან ერთად მოხდა კარდაკარის პრინციპით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებთან და მათი ოჯახის წევრებთან შეხვედრა, მათი პრობლემების და საჭიროებების ადგილზე გაცნობა.


 ამ აქციის მთავარი სლოგანი იყო: „იყავი ინფორმირებული და დაიცავი შენი უფლებები!“ გავრცელდა ამავე სახელწოდების საინფორმაციო ფურცლები სამივე ენაზე, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების ინფორმირებას იმ ვალდებულებების შესახებ, რაც აღებული აქვს ჩვენს ქვეყანას შშმ ქალთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.



  


  

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალები ქალთა რადიო WW-სთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომითი უფლებებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 


Вернуться назад