Главная > ქალები ცვლილებებისთვის > გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის''

გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის''


21-09-2021, 10:18. Разместил: qristine

გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის'' აგრძელებს გადაცემათა ციკლს შშმ ქალები, გოგონები და მათი უფლებები.


გადაცემის სტუმარია: მწერალი შორენა ხუხუა.


,,შემოვალ ეტლით'' ასე ჰქვია რომანს, რომელიც ავტორმა სპეციალური საჭიროების მქონე პირების საზოგადოებასთან ინტეგრაციას მიუძღვნა. ის თავად იყო ეტლით მოსარგებლე და წიგნი საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით დაწერა. მწერალი რომანის წერის პროცესში ასევე ეცნობოდა შშმ პირების პრობლემებს და მათთან ერთად გადიოდა კონსულტაციებს.


გადაცემის სტუმარი, მწერალი შორენა ხუხუა, უფრო ვრცლად ისაუბრებს რომანის შესახებ. იმ გავლილ გზაზე, რომელიც ავტოკატასწროფიდან დღემდე გამოიარა და ასევე სპეციალური საჭიროების მქონე პირების ირგვლივ არსებულ მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე.



  


  

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალები ქალთა რადიო WW-სთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომითი უფლებებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 


Вернуться назад