Главная > ქალები ცვლილებებისთვის / ქალი და სამყარო > გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის"- გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, ძალადობის სტატისტიკა და შედეგები მსოფლიოში

გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის"- გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, ძალადობის სტატისტიკა და შედეგები მსოფლიოში


1-03-2021, 19:19. Разместил: XSETUS

ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ყველაზე ხშირად ქალები და ლგბტ+ პირები დგებიან.

გენდერული ძალადობის მსხვერპლი ყველა შეიძლება გახდეს, მაგრამ ქალები და ლგბტ+ პირები გენდერული ძალადობის მიმართ განსაკუთრებულად მოწყვლადები არიან.

გენდერულად არაკონფორმული ადამიანები ლგბტ+ პირები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების მსხვერპლები.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO- ს 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამუშაო ადგილზე შვიწროება გენდერული ნიშნით ძალადობის ერთერთი ფორმაა. ,,სამუშაო ადგილზე ლგბტ+ ადამიანების სექსუალური შევიწროების“ 2017 წლის კვლევის თანახმად, 10- დან 7 გამოკითხული ანუ 68 % ლგბტ+ ადამინები ამბობდნენ, რომ გამხდარან სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.

გადაცემის სტუმრები არიან: ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის", სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი ქეთი ბახტაძე და ,,სტუდიომობილი-აქცენტი მოძრაობაზე" დამფუძნებელი ლია ჯაყელი


  

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალთა კოალიცია და ქალთა რადიო WW შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის  პრევენციისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 


Вернуться назад