Главная > ქალები ცვლილებებისთვის > გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის’’ მაია გავაშელთან ერთად.

გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის’’ მაია გავაშელთან ერთად.


4-12-2023, 19:10. Разместил: XSETUS

ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ,,ქვემო ქართლის ქალთა მოძრაობა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის.’’ რომელსაც ფონდი ტასოს ფინანსური მხარდაჭერით ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან და რადიო ვივისთან თანამშრომლობით ახორციელებს.


გადაცემის თემაა ევროკავშირი და საქართველო.


8 ნოემბერი, ბრუსელში სპეციალურ პრესკომფერაციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, რომ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდანტის სტატუსი, თუმცა ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს დათქმით. ჩვენი ქვეყანა 9 მიმართულებით გადადგამს ნაბიჯს.


საქართველოსთვის განსაზღვრული 9 პირობიდან ნაწილი აგრძელებს 2022 -წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკოენდაციებს, ზოგიერთი, კი სრულიად ახალია.


გადაცემა დაეთმობა სწორედ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციას და შემდგომ გასავლელ ეტაპებს ეხება , რა ევალება საქართველოს და რას მოიცავს 9 დათქმა.


გადაცემის სტუმრები იქნებიან: (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე და ღია საზოგადოების ფონდია ევროინტეგრაციის პროგრამების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.



Вернуться назад