Главная > ქალები ცვლილებებისთვის > ქალები ცვლილებებისთვის მაია გავაშელთან ერთად

ქალები ცვლილებებისთვის მაია გავაშელთან ერთად


18-09-2023, 18:18. Разместил: qristine

ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ,,ქვემო ქართლის ქალთა მოძრაობა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის.’’ რომელსაც ,,ფონდი ტასოს'' ფინანსური მხარდაჭერით ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან და რადიო ვივისთან თანამშრომლობით ახორციელებს.


ვსაუბრობთ,ვმსჯელობთ, ვაფასებთ ევროკავშირის მიერ,საქართველოსთვის გაცემულ 12 პუნქტიან გეგმას. მისი შესრულების მნიშვნელობასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას.


გადაცემის თემაა: ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მე-9 პუმქტი, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებს ეხება: განსაკუთრებით კი იმას, რომ გაიზარდოს ძალისხმევა ,გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულებით.


გენდერული თანასწორობა არის მიზანი, ხოლო გენდერული ნეიტრალიტეტი და გენდერული სამართლიანობა არის პრაქტიკა, რომელსაც მიზნის მისაღწევად მივყავართ. რამდენად ვაღწევთ მიზანს სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ ჩვენ დღევანდელ სტუმრებთან ერთად.


დღევანდელი გადაცემის სტუმრები კი იქნებიან: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - სოფიო რუსეცკი და გენდერის ექსპერტი ანუკი მოსიაშვილი.



Вернуться назад