Главная > ქალები ცვლილებებისთვის > გადაცემა „ქალები ცვლილებებისთვის“ მარიკო წიქორიძე ერთად.

გადაცემა „ქალები ცვლილებებისთვის“ მარიკო წიქორიძე ერთად.


21-04-2023, 12:46. Разместил: qristine

გრძელედება გადაცემემათა ციკლი ქალთა გლობალური ფონდის მხარდაჭერით პროექტის: „ქალები გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ ახორციელებს ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან და რადიო ვივისთან თანამშრომლობით.


რადიო WW საკუთარ ეთერს ყოველთვის უთმობს, ისეთ თემებს, რომლებიც აქტუალურია საზოგადოებაში, ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას და განსაზღვრავს ქვეყნის შიდა თუ გარე ვექტორს.


სულ ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ, გამოვეხმაურეთ და ვიმსჯელეთ რუსული კანონის მიღებას, რომელიც სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების ეწ უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირებას გულისხმობდა.


ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმ თემებზე, რომლებიც ეხება ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა უმცირესობების გარშემო არსებულ პრობლემატურ საკითხებს, ძალადობობასა თუ რაიმე ნიშნით დისკრიმინაციას, გენდერულ თანასწორობას თუ განსხვავებული გარეგნობისა ან ორიენტაციის მქონე ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და დამოკიდებულებებს .


დღევანდელი გადაცემის თემაც საკმაოდ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ლაზერე გრიგორიადისი -არის თუ არა განსხვავებულობა განაჩენი? ამას დღეს ჩვენს სტუმრებთან ერთად გავიგებთ.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, გამოძიება 7-9 მარტის აქციებზე “მოლოტოვის კოქტეილების” სროლას და პოლიციელის მანქანის დაწვას ედავება, მოსამართლემ , 31 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ლაზარეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი შემდგომი სასამართლო პროცესი 1-ელ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. ლაზარეს საქმის განხილვის პარალელურად, ჩაინიშნა თორნიკე აკოფაშვილის პროცესი. ხელისუფლება მასაც სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება.


გადაცემის სტუმრები იქნებიან :სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე, ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წარმომადგენელი ნათია გულიაშვილი და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი.




Вернуться назад