Главная > ქალები ცვლილებებისთვის > გადაცემა „ქალები ცვლილებებისთვის“ ცირა მღვდელაძესტან ერთად.

გადაცემა „ქალები ცვლილებებისთვის“ ცირა მღვდელაძესტან ერთად.


23-01-2023, 13:45. Разместил: qristine

გრძელდება გადაცემემათა ციკლი ,,ქალთა გლობალური ფონდის” მხარდაჭერით პროექტის: „ქალები გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ ახორციელებს ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან და რადიო ვივისთან თანამშრომლობით.


გადაცემის თემაა გენდერული ბიუჯეტირება, მნიშვნელობა და აუცილებლობლობა.


გენდერული ბიუჯეტირება, ფართო გაგებით, შეიძლება მოიცავდეს როგორც გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული ფისკალური პოლიტიკის მიღებას, ისე გენდერულად პასუხისმგებლიანი საჯარო ფინანსების მართვის სისტემას.


კვლევები ცხადყოფს, რომ პოლიტიკა და პროგრამები, რომლებიც შემუშავებულია ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისათვის, ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალ მაჩვენებლებს განაპირობებს.


გადაცემის სტუმრები იქნებიან: ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ფერიდე ტვილდიანი და ჰეკს ზეპერის --პროექტის კოორდინატორი ოლგა ენდელაძე.


Вернуться назад