Главная > ქალები ცვლილებებისთვის > გადაცემა „ქალები ცვლილებებისთვის“ მაია გავაშელთან ერთად.

გადაცემა „ქალები ცვლილებებისთვის“ მაია გავაშელთან ერთად.


16-01-2023, 15:31. Разместил: qristine

2023-წლის პირველი გადაცემა. Radio WW ერთგულ მაყურებელს და მსმენელს გილოცავთ შობა ახალ წელს.


გრძელდება გადაცემემათა ციკლი ქალთა გლობალური ფონდის მხარდაჭერით პროექტის:„ქალები გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ ახორციელებს ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან და რადიო ვივისთან თანამშრომლობით.


გადაცემის თემაა მიუსაფარი ძაღლები და პრობლემები


პრობლემა საკმაოდ მტკივნეული და კომპლექსურია, განსაკუთრებით როცა ვხედავთ, თუ რა რაოდენობის ძაღლებს ყიდულობენ და ყიდიან მაშინ, როდესაც ამდენი ძაღლი უპატრონოდ დადის ქუჩებში.


მუდმივი პრობლემა გახდა მაწანწალა ძაღლების საკითხი ჩვენს უბნებში. ზოგს კბენენ, ზოგს აშინებენ, ზოგსაც უბრალოდ არ უნდა, რომ ბავშვების სათამაშო მოედნებზე ამდენი დაავადების გადამტანი ცხოველი იყოს.


გადაცემის სტუმრები იქნებიან: შ.პ.ს. კომუნალური მეურნეობის დირექტორი შმაგი სვანიძე და დაბა თამარისის მკვიდრი რუსუდან ხუგაშვილი



Вернуться назад