Главная > ქალები ცვლილებებისთვის > გადაცემა „ქალები ცვლილებებისთვის“ მაია გავაშელთან ერთად

გადაცემა „ქალები ცვლილებებისთვის“ მაია გავაშელთან ერთად


5-12-2022, 17:31. Разместил: qristine

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.


მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები.


გადაცემის სტუმრები არიან: შშმ პირები შორენა კრაველიძე, ვანიკო ხმალაძე და ბოლნისის კულტურის ცენტრის უფროსი სოსო კოპალეიშვილი.



Вернуться назад