Главная > ქალები ცვლილებებისთვის > გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის’’ მაია გავაშელთან ერთად.

გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის’’ მაია გავაშელთან ერთად.


10-10-2022, 17:24. Разместил: maia

გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის” მესამე საეთერო სეზონს იწყებს. 

Radioww- უკვე ორი წლის გახდა და ამ ხნის მანძილზე რადიომ საკუთარი გადაცემები არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის გაშუქებას დაუთმო.

Radioww- რჩება კვლავ ქალთა უფლებებზე მომუშავე მედიად და ამჯერადაც ვიმუშავებთ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე.

 

გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის იწყებს ქალთა გლობალური ფონდის მხარდაჭერილი პროექტს: „ქალები გენდერული თანასწორობისათვის“ რომელსაც ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან და რადიო ვივისთან თანამშრომლობით განახორციელებს.

 

პროექტის ძირითადი მიმართულებაა განათლება - ყველამ კარგად ვიცით რა მავნე შედეგები მოაქვს ქალთა მიმართ ძალადობას, გოგონების დაოჯახებას ადრეულ ასაკში და უწყვეტ სწავლაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.

გადაცემის სტუმრები არიან : ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს“ პრეზიდენტი ქალბატონი მარინა ბჟალავა და პროექტის ტრენინგების რედაქტორი ეკატერინე ერაძე.



Вернуться назад