Главная > ქალები ცვლილებებისთვის > გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის“

გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის“


22-12-2021, 15:18. Разместил: qristine

გრძელდება გადაცემათა ციკლი სახელწოდებით: „ქალები COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად“.


გადაცემის თემაა კოვიდ-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინა, როგორც ერთადერთი საშუალება ეპიდემიის დასამარცხებლად, ვირუსით გამოწვეული სერიოზული გართულებებისაგან დასაცავად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
მოსახლეობაში არსებული შიშები ვაქცინაციის მიმართ, დეზინფორმაციის და ანტივაქსერული კამპანიის ტრაგიკული შედეგები.
ვაქცინაციის გვერდითი მოვლენები და შესაძლებლობები, რომელიც გართულებების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა. რა ღონისძიებები ტარდება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ პანდემიის შესაჩერებლად და მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.
გადაცემის სტუმრები არიან: ბოლნისის ცენტრალური პოლიკლინიკის მენეჯერი, აცრაზე პასუხისმგებელი ექიმი, ბორის ლარცულიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, ლელა კვირიკაშვილი.



მასალა მომზადებულია ქალთა გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალები COVID-19 ით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ქალთა გლობალური ფონდის შეხედულებებს.

 


Вернуться назад