გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის" მაია გავაშელთან ერთად

ნანახია: 82
სრული ინფორმაცია

გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის“ თემით:  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომითი უფლებები და მათი საჭიროებები.


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები არაერთგვაროვანი ჯგუფია. მათში მოიაზრებიან ქალები ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთაც გარემოში არსებული ბარიერების გამო, შესაძლოა ხელი ეშლებოდეთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულ და ეფექტურ ჩართულობაში.


შშმ ქალთა სოციალური მახასიათებლებიც და საჭიროებებიც განსხვავებულია, რაც ინდივიდუალურ მიდგომებზე დაფუძნებულ აუცილებლობების ჯაჭვს წარმოშობს. ამისათვის საჭიროა საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების გაზრდა, სტიგმისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, თანაბარი შესაძლებლობებისა და ინკლუზიური საზოგადოების თემის პოპულარიზაცია. სპეციალური საჭიროების პირთა თანასწორობის უფლება, მისაწვდომობის, მხარდაჭერის სერვისების შექმნა და მონაცემთა შეგროვება. ასევე შშმ ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის სტანდარტების შემუშავება. 


ჩვენი გადაცემის სტუმარია მარიამ გვიდიანი, სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში.




  


  

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალები ქალთა რადიო WW-სთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომითი უფლებებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."