გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის" მაია გავაშელთან ერთად

ნანახია: 424
სრული ინფორმაცია

გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის" თემით: სპეციალური საჭიროების მქონე პირების ფორმალური და არა ფორმალური განათლება.

ყველანი ვთანხმდებით, რომ სპეციალური საჭიროების მქონე პირები, როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები ამ საზოგადოებაში არსებული რესურსების გამოყენების ან ახალი რესურსების შექმნის უფლებით უნდა სარგებლობდნენ.

რადიო WW შშმ პირების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი გადაცემების ცილკით, შეძლებისდაგვარად ვქვმნით შსესაძლებლობას იმისათვის, რომ ის სოციალური თუ ეკონომიკური რესურსი, რაც ამ ადამიანებისთვის არსებობს, იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის.

რადიო WW შშმ პირების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი გადაცემების ცილკით, შეძლებისდაგვარად ვქვმნით შსესაძლებლობას იმისათვის, რომ ის სოციალური თუ ეკონომიკური რესურსი, რაც ამ ადამიანებისთვის არსებობს, იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის.


საქართველოს კონსტიტუციის 35-ე პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. მათ შორის სპეციალური საჭიროებიების მქონე ინდივიდებს, ისეთივე უფლება აქვთ თვითაქტუალიზაციისა და სოციალიზაციის, როგორც საზოგადოების სხვა წევრებს. თუმვა მათთვის ბარიერები იწყება ჯერ საბავშო ბაღებიდან, შემდეგ დგება სკოლებში და გრძელდება უმაღლეს სასწავლებლებში.

განათლების მიღება მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის სხვა უფლებების რეალიზებასთან და ხშირ შემთხვევში წარმოადგენს პირდაპირ წინაპირობას მათი განხორციელებისთვის, ამიტომ მათთვის აუცილებელია სთანადო პირობები განათლებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებებით ეფექტურად სარგებლობისთვის.


გადაცემაში ვსაუბრობთ სპეციალური საჭიროების მქონე პირთა და მათი მშობლების, განსაკუთრებით დედების წუხილებზე მათი შვილების დასაქმებასთან დაკავშირებით.


გადაცემის სტუმრები არიან:


თამარ გვიდიანი, საგანმანათლებლო - სარეაბილიტაციო ცენტრი ,,განთიადის'' დირექტორი;


ხატია ოქროპირიძე, სულხან - საბა ორბელიანის სახელობის #1 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი;


მზია ხაჭიპერაძე, შშმ პირის მშობელი.



  


  

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალები ქალთა რადიო WW-სთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომითი უფლებებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."