გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის" ცირა მღვდელაძესთან ერთად

ნანახია: 634
სრული ინფორმაცია

გადაცემათა ციკლი : ,, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომითი უფლებებზე". გადაცემის ,,ქალები ცვლილებებისთვის" თემაა: ,,სპეციალური საჭიროების მქონე პირების ცნობიერების ამაღლება".


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას მიიღონ გადაუდებელი, ეფექტური და შესაბამისი ზომები, რათა აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება, მათ შორის ოჯახის დონეზე. სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან მიმართებაში, ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ღირსების პატივისცემას.

აუცილებელია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების განხორციელება , სპეციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება, უნარ-ჩვევების, ღირსებების, შესაძლებლობების, ასევე სამუშაო ადგილების და შრომით ბაზარზე მათი წვლილის აღიარების ხელშეწყობა.

როგორც მთელ მსოფლიაოში, ასევე საქართველოშიც მოქმედებს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების გააზრებას ცვლის და მას ადამიანის უფლებებზე, პიროვნების ღირსებასა და ნების ავტონომიურობის პრინციპზე აფუძნებს.

გადაცემის სტუმრები არიან:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლნისის მკვიდრი ელიჩკა ანანიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობის კორდინაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი მარინა ანანიანი და სოციალური მეწარმეობის პროგრამის პორტფელის მენეჯერი ანა ილურიძე.





  


  

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალები ქალთა რადიო WW-სთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა შრომითი უფლებებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."