სრული ინფორმაცია
ევროკავშირი და ახალგაზრდები .
ჩვენი ვიდეო პოდკასტის გმირები სოფელ ნახიდურის სკოლის მოსწავლეები არიან .
ევროკავშირი, რომ მყარად უჭერს მხარს ახალგაზრდებს და მათ განათლებას ეს კარგად იციან გოგოებმა. განათლებული თაობა კი ქვეყნის წარმატებული მომავლის საყრდენია.
რა პოტენციური სარგებელი ელის ახალგაზრდებს ევროკავშირში ?
გადამზადებისა და პროფესიული განათლების შესაძლებლობები ისეთი პროგრამით, როგორიცაა,, ახალგაზრდების გარანტია”
2013 წელს ევროკავშირმა შექმნა პროგრამა ახალგაზრდების გარანტია, რომლის ფარგლებშიც 24 მილიონ 15-29 წლის ახალგაზრდას დასაქმების ბაზარზე წვდომა გაუჩნდა.
მასალა მომზადებულია „ფონდი ტასოს“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქვემო ქართლის ქალთა მოძრაობა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს „ფონდი ტასოს“ შეხედულებებს