გადაცემა ქალები ცვლილებებისთვის

ნანახია: 503
სრული ინფორმაცია

ქალთა სათემო რადიო WW ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროსთან”ერთად, ქალთა გლობალური ფონდის მხარდაჭრით, იწყებს გადაცემათა ციკლს სახელწოდებით: „ქალები COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად“.


გადაცემაში ვსაუბრობთ უმძიმეს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც არის მთლიანად საქართველოში და ამ მხრივ ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ სიტუაციაზე.


 არსებული დეზინფორმაცია და ანტივაქსერული კამპანია, რეგულაციების არ დაცვა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს კრიზისული მდგომარეობის დაძლევის შესაძლებლობას.


პანდემიის გავლენა მოწყვლად ჯგუფებზე, გენდერული უთანასწორობის გაღრმავება და შესაბამისი შედეგები, ინფორმაციის ნაკლებობა ვაქცინაციის, ჯანდაცვის სერვისების და სხვა სახელმწიფო პროგრამების შესახებ, ოჯახში ძალადობის საფრთხე.


გადაცემის სტუმრები არიან: ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს” პრეზიდენტი, მარინა ბჟალავა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი, მაკა მამარდაშვილი.




მასალა მომზადებულია ქალთა გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალები COVID-19 ით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ქალთა გლობალური ფონდის შეხედულებებს.

 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."