Главная > ძლიერი სექტორი > გადაცემა „ძლიერი სექტორის 15 წუთი“ ცირა მღვდელაძესთან ერთად
გადაცემა „ძლიერი სექტორის 15 წუთი“ ცირა მღვდელაძესთან ერთად18-04-2024, 11:02. Разместил: XSETUS |
ვისაუბრებთ სამოქალაქო საზოგადოებაზე და მათ საქმიანობაზე. სამოქალაქო საზოგადოებისთვის საზოგადოებრივი ორგანიზაციები გარკვეულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რათა თავისი პოზიცია, შეხედულება წარმოაჩინონ და დაიცვან, ვისაუბროთ კიდევ რა როლს ასრულებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საქმეში. ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი გაერთიანებული სამეფოს საჯარო სტრუქტურაა, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიის გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. ასევე მუშაობს 40-ზე მეტ ქვეყანაში, როგორც პარლამენტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ისე საარჩევნო პროცესებზე, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნების პოლიტიკურ სისტემებს უფრო სამართლიანი, ინკლუზიური და ანგარიშვალდებული პოლიტიკის უზრუნველყოფაში. გადაცემის სტუმარია: ორგანიზაცია ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის კომუნიკაციების მენეჯერი მარი კიკვაძე. Вернуться назад |