Главная > ძლიერი სექტორი > გადაცემა „ძლიერი სექტორის 15 წუთი“

გადაცემა „ძლიერი სექტორის 15 წუთი“


14-09-2023, 19:26. Разместил: qristine

ვისაუბრებთ სამოქალაქო საზოგადოებაზე და მათ საქმიანობაზე.


ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას აღიარებულ და პრაქტიკაში დადასტურებულია , რაც საკუთარ თავზე უკვე გამოცადა არა ერთმა ევროპულმა ქვეყანამ.


ასეთ საზოგადოებაში ჩაბმული მოქალაქეები კი ერთიანდებიან ისეთი საკითხების ირგვლივ, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, არამედ იმ საზოგადოების განვითარებისათვის, რომლის წევრებიც ისინი არიან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატიის ყველა თვალსაჩინო მაგალითი ამგვარი ასოციაციების დახმარებით განვითარდა.


დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ჩვენს სტუმართან ერთდ ყველა იმ პროექტზე რომელსაც “ ახალი აზროვნების ინსტიტუტი ახორციელებს“ ქვემო ქართლში და უშუალოდ მარნეულის მუბიციპალიტეტში.


გადაცემის სტუმარია : ,,ახალი აზროვნების ინსტიტუტის დამფუძნებელი ქამრან აფენდიევი .



Вернуться назад