Главная > ძლიერი სექტორი > ⭕️გადაცემა „ძლიერი სექტორი“ ცირა მღვდელაძესთან ერთად.

⭕️გადაცემა „ძლიერი სექტორი“ ცირა მღვდელაძესთან ერთად.


11-08-2022, 13:13. Разместил: maia

ვსაუბრობთ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ქალთა საინიციატივო ჯგუფების გააქტიურების შესახებ.

„ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“  კი განაგრძობს შეხვედრებს სოფლად მცხოვრებ აქტიურ ქალებთან . ორგანიზაციამ CENN- თან თანამშრომლობით პროექტის ,,კლიმატის მიმართ მდგარადი სოფლის მეურნეობა -PRAISE MARNEULI"-ის მიერ ორგანიზებულ ,,მინდვრის დღეს”  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში დაესწრო და გასვლითი  ტრენინგი პრაქტიკული ნაწილით , სასათბურე მეურნეობაში ჩაატარა.

პროცესში არამხოლოდ მეწარმე ქალები იყვნენ ჩართული, არამედ  საინიციატივო ჯგუფებიც: „ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალები საქართველოში“ და „ქვემო ქართლის ახალგაზრდა  სომეხ ქალთა კავშირის“ წარმომადგენელები. სოფელ მარადისში მცხოვრებმა წარმატებულმა და აქტიურმა ქალებმა თავიანთი  გამოცდილება გაუზიარეს  ბოლნისელ ქალებს და მიღწეული შედეგები გააცნეს . დღევანდელ გადაცემაში სწორედ ამ გამოვდილების გახიარებებსა და მიღწევებზე 


გადაცემის სტუმრები არიან : ლამარა ბოლქვაძე საინიციატივო ჯგუფი „ქვემო ქართლის ახალგაზრდა სომეხ ქალთა კავშირი „ -ის წარმომადგენელი მარტინა ანანიანი და „ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალები საქართველოში“ წარმომადგენელი ულქარ გუსეინოვა.



Вернуться назад