სრული ინფორმაცია
საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ საზოგადოების განვითარებაში, რადგან ორგანიზაციები ორიენტირებულნი არიან კონკრეტულ საკითხებზე, ეს შეიძლება იყოს სოციალური, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის საკითხები, ისინი კონცენტრირებულად ცდილობენ მათ დამუშავებას, შესაბამის სფეროებში პოლიტიკის ნარკვევების შემუშავებას, ასევე ადვოკატირებას.
სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს ნებაყოფლობითი „კოლექტიური ქმედების“ პლატფორმას საერთო ინტერესების, მიზეზებისა და ფასეულობების გარშემო.
გადაცემაში ვისაუბრებთ ორგანიზაცია “ დემოკრატიის ინდექსი საქართველო” შესახებ , რომელის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვაზე და კანონის უზენაესობაზე ორიენტირებული, კანონის და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, როგორც მონიტორინგის, ისე სახელმწიფოსთვის გამოწვევების დაძლევის გზების შეთავაზებით, მათი რეალური განხორციელების საქმეში თანამშრომლობით.
დემოკრატიული პროცესების და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, აქტიური, თავისუფალი და პასუხისმგებლობიანი მოქალაქეობის განვითარებას.
გადაცემის სტუმარი არის: “დემოკრატიის ინდექსი საქართველო” გამგეობის თავჯდომარე ეკატერინე ციმაკურუძე.
მასალა მომზადებულია ქალთა გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქალები გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ქალთა გლობალური ფონდის შეხედულებებს.