გადაცემა „ძლიერი სექტორის 15 წუთი“ ცირა მღვდელაძესთან ერთად.

ნანახია: 280
სრული ინფორმაცია

ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას აღიარებულ და პრაქტიკაში დადასტურებულია , რაც საკუთარ თავზე უკვე გამოცადა არა ერთმა ევროპულმა ქვეყანამ.


ასეთ საზოგადოებაში ჩაბმული მოქალაქეები კი ერთიანდებიან ისეთი საკითხების ირგვლივ, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, არამედ იმ საზოგადოების განვითარებისათვის, რომლის წევრებიც ისინი არიან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატიის ყველა თვალსაჩინო მაგალითი ამგვარი ასოციაციების დახმარებით განვითარდა.


"სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია" არის არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც 1999 წლიდან მოქმედებს საქართველოსა და საქართველოს საზღვრებს გარეთ. სიქა საზოგადოების სასიკეთო ცვლილებებისადმი მოტივირებულ წევრებში (ასაკის შეუზღუდავად) არაფორმალური განათლების გამოყენებით ხელს უწყობს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ასევე ინოვაციური ან აპრობირებული სწავლებისა და სწავლის ფორმების დანერგვას, რათა მოხდეს პიროვნების აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ მოქალაქედ ჩამოყალიბება.


დღევანდელი გადაცემის სტუმარია : ,,სიქა''-დამფუძნებელი, გამგეობის წევრი, პროექტების კოორდინატორი პავლე თვალიაშვილი.



მასალა მომზადებულია ქალთა გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქალები გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ქალთა გლობალური ფონდის შეხედულებებს.

 

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."