სრული ინფორმაცია
ვისაუბრებთ სამოქალაქო საზოგადოებაზე და მათ საქმიანობაზე. სამოქალაქო საზოგადოება ისახავს საზოგადოებრივ მიზნებს, საზოგადოებრივი სიკეთის მისაღწევად.
ქვეყნის, საზოგადოების, სკოლის, ოჯახის ვალია აღზარდოს სრულყოფილი პიროვნება აღჭურვილი ცოდნით, უნარ-ჩვევებით, ღირებულებებით, პოზიტიური ცხოვრებისეული დამოკიდებულებებით და აქტიური მოქალაქისთვის საჭირო თვისებებით.
სამოქალაქო განათლების საშუალებით კი ხდება აქტიური მოქალაქის აღზრდა.
გადაცემის სტუმარია: სამოქალაქო განათლების მოქალაქეობის პედაგოგი თემურ სუყაშვილი .
მასალა მომზადებულია ქალთა გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქალები გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ქალთა გლობალური ფონდის შეხედულებებს.