სრული ინფორმაცია
გადაცემის თემაა სამოქალაქო საზოგადოებისა და თვითმართველობის როლი საინიციატივო ჯგუფების პრობლემების გადაწყვეტის პროცესში.
სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას. ასეთ საზოგადოებაში ჩაბმული მოქალაქეები ერთიანდებიან ისეთი საკითხების ირგვლივ, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის, არამედ იმ საზოგადოების განვითარებისათვის, რომლის წევრებიც ისინი არიან.
გადაცემის სტუმრები არიან: ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“ წარმომადგენელი სამირა ისმაილოვა, იურისტი და ადვოკატი, გადაცემა „თვითმმართველობის მუღამის“ ავტორი და წამყვანი ზვიად არძენაძე და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ფერიდე ტვილდიანი.
მასალა მომზადებულია ფონდი „ტასოს“ მხარდაჭერილი პროექტის „ახალგაზრდა ქალთა საინიციატივო ჯგუფების გააქტიურება და ქალთა მოძრაობის გაძლიერება“ ფარგლებში, მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო“