Главная > ამბები დილიდან > დილის გადაცემა ,,ამბები დილიდან" ნაწილი პირველი

დილის გადაცემა ,,ამბები დილიდან" ნაწილი პირველი


24-01-2021, 23:20. Разместил: XSETUS

დილის გადაცემა ,,ამბები დილიდან" ცირა მღვდელაძესთან ერთად

გადაცემის თემაა ახალი მედია პლატფორმის შემოსვლა რეგიონში.

,,რადიო ვივი" იგივე Women and The World ანუ ქალი და სამყარო. შეიქმნა ქალთა გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და მისი დამფუძნებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო".

რადიოს მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვას , ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას მათ როლს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ვფიქრობთ რომ ქალის ხმას განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა და განსაკუთრებულად მიექცევა ყურადღება.

ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება რეგიონში ახალი პლატფორმის არსებობა.

,,ამბები დილიდან" პირველი გადაცემის პირველი სტუმრები არიან: პირველი რადიოს დამფუძნებელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი რეგიონული მედიის განვითარებას მიუძღვნა - გიზო კორტავა  და ყოფილი ჟურნალისტი საინფორმაციო გამოშვებების რედაქტორი, როგორც ადგილობრივ ტელევიზიაში, ისე ბოლნისის რადიოში მანანა გიგინეიშვილი.



Вернуться назад