Главная > კვირის თემა > გადავემა ,,კვირის თემა" -5 ივლისის მოვლენების შედეგები და შეფასებები
გადავემა ,,კვირის თემა" -5 ივლისის მოვლენების შედეგები და შეფასებები17-07-2021, 15:59. Разместил: mariko |
ვისაუბრებთ იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც 5-6 ივლისს თბილისში ლგბტქ პირების მიერ დაანონსებულ აქციაზე მოხდა, აქციაზე, რომელიც პრაკტიკულად ძალადობის პოლიგონად ისე იქცა , რომ არც გამართულა. ევროპარლამენტის დეპუტატის სვენ მიქსერის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დაგმო ძალადობა, თუმცა მან არ დაგმო ძალადობა ლგბტქ პირების წინააღმდეგ. მიქსერის განცხადებით, ევროპული თვალსაზრისით უმცირესობის დაცვა არის მთავრობის უპირობო ვალდებულება. ამერიკის შეერთებული შტატები კი კიდევ ერთხელ ახსენებს საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცავ ორგანოებს პასუხისმგებლობას, დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ აქტორს, საჯაროდ დაგმონ ძალადობა. განცხადებაში, რომელიც ვაშინგტონში გაკეთდა, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ დემოკრატიის სანდოობისთვის მნიშვნელოვანია, როგორც თავდამსხმელების, ასევე იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც ძალადობა წაახალისა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შეფასებების თემა იყო საქართველოშიც. Вернуться назад |