⭕️გადაცემა ,,კვირის თემა" მარიკო წიქორიძესთან ერთად.

ნანახია: 525
სრული ინფორმაცია

ვისაუბრებთ სოფლის მეურნეობაში ქალთა ჩართულობაზე, მათ როლზე და მათსავე საჭიროებებზე , ასვე პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე და პროგრამებზე, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სოფლის მეურნეობის დარგების პოპულარიზაციასთან. ვისაუბრებთ იმაზეც, რამდენად მნიშვნელოვანია ქვემო ქართლის რეგიონში ამ მიმართულებით პროფესიული განათლების ცენტრების არსებობა.


სოფლის მეურნეობაში დღეს თუკი, რომელიმე დარგი განვითარების მაღალ საფეხურებს გადის ეს მებოსტნეობაა, როგორც წესი, მებოსტნეობა მაღალმოსავლიანი დარგია. იმის მიუხედავად, რომ მინდვრის კულტურებთან შედარებით ბოსტანს სახნავი მიწის მცირე პროცენტი უკავია, კარგი დაგეგმარების პირობებში ის მაინც უზრუნველყოფს ბოსტნეულით მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.


საქართველოში ბოლო ათწლეულში დელიკატეს და ნაკლებად გავრცელებულ ბოსტნეულზე, მოსახლეობის მოთხოვნა გაიზარდა, რაც, შესატყვისად, დამატებით საბოსტნე მიწების გაფართოებას მოითხოვს


მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოში აუცილებლად უნდა განვითარდეს გეგმიური მებოსტნეობა. დიდ ქალაქებში, ინდუსტრიულ ცენტრებში და საკურორტო რეგიონებში უნდა შეიქმნას ბოსტნეულის მწარმოებელი სპეციალიზებული მსხვილი ასოციაციები და კოოპერატივები. აქვე უნდა გაფართოვდეს სასათბურე მეურნეობები და ბოსტნეულის წარმოება, რათა მოსახლეობა, მთელი წლის განმავლობაში, ბოსტნეულის პროდუქციით თანაბრად მომარაგდეს. იმისათვის, რომ ქვეყანაში მთლიანად დაკმაყოფილდეს ერთი სული მოსახლეზე, ტურისტზე თუ სტუმარზე ბაზრის მოთხოვნა, 650-800 ათასი ტონა ბოსტნეული უნდა ვაწარმოოთ.


საბოლოო ჯამში, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საქართველოში ბოსტნეულმა საშუალოდ 40,6 ათასი ჰა. ფართობი უნდა დაიკავოს, რაც მთელი სახნავი მიწის, მხოლოდ 5,57 პროცენტია. ფართობებს გამოვყოფთ, მაგრამ მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრების ყოლაც, ვინც ზედმიწევნით სწორად და პროფესიონალურად მოიყვანს მოსავალს.


ამ ფონზე კვლავ ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად რჩება მეწარმეების და განსაკუთრებით ქალი მეწარმეების კვალიფიკაცია, ცოდნა და ინფორმირებულობა. დღვანდელ გადაცემაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ და ყურადღებას გავამახვილებთ კოლეჯში ,,მოდუსი“ მებოსტნეობის პროგრამის სასწავლო მოდულზე, სადაც სტუდენტები ბოსტნეულის მოყვანას, ნიადაგის დამუშავებას, ჩითილების გამოყვანას და მცენარეთა დაცვას სწავლობენ.


ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან კოლეჯის ,,მოდუსი“ მარნეულის მენეჯერი ნინო მთვარელიძე, მეხილეობის პროგრამის ხელმძღვანელი და პროფესიული მასწავლებელი თამარ ახალაძე და მებოსტნეობის პრაქტიკული კომპონენტის პედაგოგი და მეწარმე ქალბატონი ნაირა პაკსაძე




მასალა მომზადებულია პროექტის „ქალი მეწარმეების გაძლიერების ხელშეწყობა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად და კლიმატისადმი მდგრადი ქალთა ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად ბოლნისის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო “ ახორციელებს რადიო WW- თან თანამშრომლობით.

 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."