Главная > --- > ვინ აკვირდება 4 ოქტომბრით თვითმართველობის არჩევნებს ?
ვინ აკვირდება 4 ოქტომბრით თვითმართველობის არჩევნებს ?4-10-2025, 14:13. Разместил: mariko |
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 28 ორგანიზაციიდან 81 საერთაშორისო დამკვირვებელი დაარეგისტრირა.
ეს თითქმის 13-ჯერ ნაკლებია, ვიდრე 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. მაშინ, პირველ ტურში, საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა 1024-ს შეადგენდა, ხოლო მეორე ტურში – 1102-ს.
ყველაზე მეტი – 20 დამკვირვებელი – 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე სერბულმა ასოციაცია ALTERFACT-მა დაარეგისტრირა.
შემდეგ (7-7 დამკვირვებელი) მოდიან საქართველოში უნგრეთის საელჩო და უნგრული „ფუნდამენტური უფლებების ცენტრი“, რომლის მისიაც არის „ეროვნული იდენტობის, სუვერენიტეტისა და ქრისტიანული ტრადიციების დაცვა“.
სხვა ორგანიზაციების დამკვირვებელთა რაოდენობა 1-დან 3-მდე მერყეობს. იმ ქვეყნების სია, რომელთა საელჩოები და საარჩევნო კომისიებიც არჩევნებს დააკვირდებიან, ასეთია:
იორდანია;
ტუნისი;
მალდივები;
თურქეთი;
ეთიოპია;
მონტენეგრო;
ბოსნია და ჰერცეგოვინა;
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა;
ბულგარეთი;
ყირგიზეთი;
აზერბაიჯანი;
ფიჯი;
უნგრეთი;
სლოვაკეთი;
სომხეთი;
ფილიპინები;
ალბანეთი;
დიდი ბრიტანეთი;
მალაიზია;
მექსიკა;
უზბეკეთი;
ბელარუსი;
შვეიცარია;
მოლდოვა.
საერთაშორისო დამკვირვებელთა წინასწარ სიაში იყო „ესტონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისია“. თუმცა, ცესკოს ცნობით, დადგენილ ვადაში მათ დამკვირვებელთა შესახებ ინფორმაცია არ წარადგინეს, რის გამოც რეგისტრაცია გაუუქმდათ.
2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე საქართველოში 52 საერთაშორისო ორგანიზაცია იყო აკრედიტებული. დამკვირვებელთა ნახევარზე მეტი იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროდან (ეუთო/ოდირი) – 516 - პირველ ტურში და 558 - მეორეში.
Вернуться назад |