Главная > --- > პენტაგონმა MIG-29 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის შესახებ პოლონეთის წინადადებაზე უარი განაცხადა

პენტაგონმა MIG-29 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის შესახებ პოლონეთის წინადადებაზე უარი განაცხადა


9-03-2022, 12:04. Разместил: mariko

პენტაგონმა არ მიიღო პოლონეთის წინადადება MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინაში მიწოდების მიზნით გადაცემის შესახებ.

პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პენტაგონი კონტაქტში იმყოფება პოლონეთის მთავრობასთან, თუმცა მიაჩნიათ, რომ პოლონეთის წინადადება დასაბუთებული არ არის.

”ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია, რომ ამის არსებითი დასაბუთება არსებობს. გავაგრძელებთ კონსულტაციებს პოლონეთთან და ნატოს სხვა მოკავშირეებთან ამ საკითხთან დაკავშირებით და მის მიერ წარმოქმნილ რთულ ლოგისტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით, მაგრამ არ მიგვაჩნია, პოლონეთის წინადადება გონივრულია,“- განაცხადა კირბიმ.

შეგახსენებთ, პოლონეთმა განაცხადა, რომ მზადაა, დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს თავისი MiG-29 ტიპის ყველა გამანადგურებელი თვითმფრინავი გერმანიაში მდებარე, აშშ-ის საჰაერო ძალების, რამშტეინის ბაზაზე და ვაშინგტონს განკარგულებაში გადასცეს.


Вернуться назад