Главная > პოტკასტი > კეთილმოწყობილი სტადიონი სოფელ დისველს

კეთილმოწყობილი სტადიონი სოფელ დისველს


15-10-2023, 10:05. Разместил: qristine
⭕️,,კეთილმოწყობილი სტადიონი სოფელ დისველს”,- ამ სლოგანით 24 სექტემბერს სოფელ დისველის ახალგაზრდებმა სტადიონზე ანიმაციურ ფილმს ,,კოკო” უყურეს და დისველოს სტადიონის კეთილმოწყობის ინიციატივის ადვოკატირებისთვის გაერთიანდნენ .

⭕️ჩვენება ახალგაზრდებისთვის ბოლნისის ახალგაზრდულმა ცენტრმა პროექტის "კეთილმოწყობილი სტადიონი სოფლ დისველს" ფარგლებში გამართა.

⭕️აღნიშნული პროექტის მიზანია ადვოკატირების გზით ხელი შეუწყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში სოფელ დისველის სტადიონის კეთილმოწყობის სამუშაოების ასახვას და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

⭕️გარდა ამისა პროექტის მიზანია სოფელ დისველში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, ადვოკატირებისა და სამოქალაქო ჩართულობის ფორმებში.

⭕️ამ გზით კი აღნიშნული პრობლემის საზოგადოებრივი დღის წესრიგში დაყენება.

ინიციატივა დაფინანსებულია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) ერთად.



Вернуться назад