Главная > პოტკასტი > გერმანია შროდრისთვის პრივილეგიების ჩამორთმევას გეგმავს
გერმანია შროდრისთვის პრივილეგიების ჩამორთმევას გეგმავს19-05-2022, 11:33. Разместил: cira mgvdeladze |
გერმანია გეგმავს ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრედერს ჩამოართვას ოფიციალური პრივილეგიები და შტატის თანამშრომლები.
შროდერი მთელ დასავლეთში სულ უფრო იზოლირებული ხდება რუსეთის სახელმწიფო კომპანიებში მუშაობის გაგრძელების გამო.
78 წლის ყოფილი კანცლერი რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „როსნეფტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ის ასევე აქტიურად იყო ჩართული ჩრდილოეთის ნაკადის ორივე მილსადენის პროექტებში.
ცოტა ხნის წინ, „ნიუ-იორკ ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შროდერმა თქვა, რომ რუსული ჯარის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამოძიება უნდა "მოხდეს სიმართლის დასადგენად" და მას არ ჰგონია, რომ " ვლადიმერი პუტინი ამ ბრძანებებს გასცემს."
Вернуться назад |