Главная > პოტკასტი > ენტონი ბლინკენი - უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი 150 მილიონი დოლარის ღირებულებისა

ენტონი ბლინკენი - უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი 150 მილიონი დოლარის ღირებულებისა


7-05-2022, 12:20. Разместил: cira mgvdeladze

პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გამოცხადებული უკრაინისთვის განკუთვნილი აშშ-ის სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.


„150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი იარაღის, აღჭურვილობისა და მარაგის უკრიანისთვის გამოყოფის ნებართვა გავეცი, რათა გაძლიერდეს მისი თავდაცვა აღმოსავლეთში რუსეთის თავდასხმის დასაპირისპირებლად“, - აღნიშნა ბლინკენმა.


მისი თქმით, დახმარების უახლესი ტრანში მოიცავს 25 000 155 მმ-იან საარტილერიო ტყვიას, ასევე არტილერიის საწინააღმდეგო რადარებს, სხვადასხვა აღჭურვილობას და სათადარიგო ნაწილებს მოიცავს.


ბლინკენმა განმარტა, რომ აშშ-ის უახლესი 150 მილიონიანი პაკეტით ვაშინგტონის სამხედრო დახმარებამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროიდან, საერთო ჯამში, დაახლოებით 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაწია.


Вернуться назад