Главная > პოტკასტი > უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის ოლქში სარაკეტო შეტევა განახორციელეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის ოლქში სარაკეტო შეტევა განახორციელეს


7-05-2022, 11:15. Разместил: cira mgvdeladze

რუსებმა ოკუპანტებმა დილით ხარკოვის ოლქში, კრასნოგრადში სარაკეტო შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.


"მტრის დაბომბვის შედეგად კრასნოგრადის თემში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზარალდა. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა 2 დარტყმა განახორციელეს დილის 8 საათის შემდეგ. დაბომბვის შედეგად დაზიანდა მიმდებარე შენობები და ავტომობილები“ , - ნათქვამია განცხადებაში.


Вернуться назад