Главная > მსოფლიო > რუსეთში ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე 2 250 ადამიანი დააკავეს

რუსეთში ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე 2 250 ადამიანი დააკავეს


24-01-2021, 00:55. Разместил: mariko

რუსეთში, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებზე 2 250 ადამიანი დააკავეს, - შესაბამის მონაცემებს ორგანიზაცია OVD-info-ი აქვეყნებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე OVD-info-ს ინფორმაციით, დაკავებები 70-მდე ქალაქში განხორციელდა.

ყველაზე მეტი, 855 მომიტინგე დედაქალაქში დააკავეს, სადაც, Reuters-ის შეფასებით, საპროტესტო აქციას 40 000-მდე ადამიანი ესწრებოდა. თუმცა, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აქციაზე 4 000 ადამიანი იყო შეკრებილი.

მოსკოვში გამართულ აქციაზე დაკავებულებს შორის ალექსეი ნავალნის მეუღლეც იყო, თუმცა ის მოგვიანებით გაათავისუფლეს.

რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს.

საპროტესტო აქციები, სლოგანით „თავისუფლება ნავალნის!“, რუსეთის ათობით ქალაქში გაიმართა. ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს.

მეორე დღეს სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


Вернуться назад