Главная > მსოფლიო > ,,სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს და გადააგდეს",- ალექსანდრე ნავალნი

,,სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს და გადააგდეს",- ალექსანდრე ნავალნი


18-01-2021, 16:37. Разместил: mariko
ის, რაც ახლა აქ ხდება, უმაღლესი დონის უკანონობაა, ამას ხიმკის სასამართლოს ღია სხდომას უწოდებენ, - ამის შესახებ ალექსეი ნავალნი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელდა.
„არ ვიცი რა ხდება. ერთი წუთის წინ კამერიდან გამომიყვანეს და აქ მომიყვანეს. აქ მიმდინარეობს ხიმკის სასამართლო, ამას უწოდებენ ხიმკის სასამართლოს ღია სხდომას. რატომ ტარდება სხდომა პოლიციის განყოფილებაში? მართლმსაჯულების ბევრი დაცინვა მინახავს, მაგრამ ახლა, ალბათ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს და გადააგდეს. ეს უმაღლესი დონის უკანონობაა, სხვაგვარად ვერ ვუწოდებ“, – აცხადებს ნავალნი.


Вернуться назад