Главная > მსოფლიო > ლვოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულების კი 34-მდე გაიზარდა

ლვოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულების კი 34-მდე გაიზარდა


6-07-2023, 11:58. Разместил: mariko

უკრაინის ქალაქ ლვოვში რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულების კი - 34-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ კოზიცკი „ტელეგრამში“ წერს, რომ რუსებმა“კალიბრის“ რაკეტები შავი ზღვიდან გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 7 მათგანი ჩამოაგდეს.

„ოთხი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. თავდასხმის დროს ისინი ყველა სახლში იმყოფებოდნენ. დაშავდა 34 ადამიანი. დაზიანდა 30-მდე სახლი და 50-ზე მეტი ავტომობილი“, - აცხადებს გუბერნატორი.

მისი ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.


Вернуться назад