Главная > მსოფლიო > თურქეთში გუშინ დილით მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მინიმუმ 100 ბიძგი დაფიქსირდა

თურქეთში გუშინ დილით მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მინიმუმ 100 ბიძგი დაფიქსირდა


7-02-2023, 15:05. Разместил: mariko

თურქეთში გუშინ დილით მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მინიმუმ 100 ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა სიმძლავრე მინიმუმ 4.0 მაგნიტუდა იყო, - ამის შესახებ შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური იუწყება.

მათივე განმარტებით, დროის გასვლასთან ერთად ბიძგების სიხშირე და სიდიდე მცირდება, თუმცა 5-6 მაგნიტუდის და მეტი სიმძლავრის ბიძგები კვლავ მოსალოდნელია.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისქვეშა ბიძგები მუდმივ საფრთხეს უქმნის სამაშველო ჯგუფებსა და გადარჩენილებს.


Вернуться назад