Главная > მსოფლიო > ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიცი ყირიმი ელოდება უკრაინას - ოკუპაცია ყირიმში დაიწყო და ყირიმში დასრულდება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიცი ყირიმი ელოდება უკრაინას - ოკუპაცია ყირიმში დაიწყო და ყირიმში დასრულდება


23-08-2022, 17:00. Разместил: mariko

ვიცი ყირიმი ელოდება უკრაინას, გველოდება ჩვენ, რომ დავიბრუნებთ და მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ჩვენ მას დავიბრუნებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპაცია ყირიმში დაიწყო და ყირიმში დასრულდება.

„ტერორის დასაძლევად აუცილებელია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება. აუცილებელია ყირიმის გათავისუფლება. ეს იქნება მსოფლიო კანონისა და წესრიგის აღორძინება. ამიტომ, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ყირიმი ოკუპაციისგან, ყირიმში დაიწყო და ყირიმში დასრულდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მხოლოდ უკრაინას შეუძლია მოაშოროს ის მავთულხლართები, რომელიც ადამიანებს ყირიმის საუკეთესო ადგილებზე მისვლის გზებს უბლოკავს.

„ყირიმი ჩვენთვის მხოლოდ ტერიტორია არ არის, ან გეოპოლიტიკური თამაშების ფიგურა, ის ჩვენი ხალხის, საზოგადოების ნაწილია და დეოკუპაციის შემდეგ ის ჩვენს მთელ სახელმწიფოსთან ერთად გახდება ევროკავშირის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი მოქალაქეების პასპორტი იქნება ევროკავშირის პასპორტი და ეს არის დიდი შესაძლებლობა ყირიმში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ყირიმის გზები იქნება მთელი ევროპის კონტინენტის გზები, ყირიმის პორტები იქნება ევროპის პორტები. მხოლოდ უკრაინას შეუძლია მოაშოროს იმ მავთულხლართები, რომელიც ადამიანებს ყირიმის საუკეთესო ადგილებზე მისვლის გზებს უბლოკავს. მხოლოდ უკრაინას და არა სხვას, რომელიც მოვიდა დასაპყრობად, მოსაპარად და ხალხის დასამცირებლად. ჩვენ გვაქვს ძალიან სრულყოფილად ჩამოყალიბებული შეხედულება, თუ როგორ აღვადგნოთ თქვენი უკრანული ყირიმი რუსი დამპრობლების გაძევების შემდეგ.

ჩვენ „ყირიმის პლატფორმას“ ვუმატებთ ეკონომიკურ და საკანონმდებლო მიმართულებებს. ჩვენ გვაქვს ყირიმის აღდგენის სტრატეგია და დღეს მას ეკონომიკური პანელის ფარგლებში წარმოვადგენთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება აყალიბებს საკანონმდებლო საფუძველს ყირიმისთვის მისი დეოკუპაციის შემდეგ.


Вернуться назад