Главная > მსოფლიო > ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, ჩეხეთსა და ინდოეთში უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, ჩეხეთსა და ინდოეთში უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა10-07-2022, 13:56. Разместил: mariko |
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები თანამდებობიდან მსოფლიოს 5 ქვეყანაში გაათავისუფლა. უკრაინის პირველი პირის გადაწყვეტილებით, ელჩებმა თანამდებობები გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიის სამეფოში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და ინდოეთში დატოვეს. შესაბამისი ბრძანებები პრეზიდენტის ოფისის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. კერძოდ, პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ელჩი გერმანიაში ანდრეი მელნიკი, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ ცნობილი ფიგურა გახდა ადგილობრივი ხელისუფლების უმოწყალო კრიტიკით უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაგვიანების გამო. Вернуться назад |