Главная > მსოფლიო > იენს სტოლტენბერგი - ნებისმიერი დარტყმა ნატოს წევრების მიწოდების ხაზებზე, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალებით, ჩაითვლება კონფლიქტის ესკალაციად

იენს სტოლტენბერგი - ნებისმიერი დარტყმა ნატოს წევრების მიწოდების ხაზებზე, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალებით, ჩაითვლება კონფლიქტის ესკალაციად


9-03-2022, 12:12. Разместил: mariko

ნებისმიერი დარტყმა ნატოს წევრების მიწოდების ხაზებზე, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალებით, ჩაითვლება კონფლიქტის ესკალაციად, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ინფორმაციას CBC News ავრცელებს.

„შეტევა ნატოს ტერიტორიაზე, ნატოს ძალებზე, ნატოს შესაძლებლობებზე, ეს იქნება თავდასხმა ნატოზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

„გარდიანის“ ცნობით კი, აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებში შფოთავენ, რომ რუსეთი, ავიაიერიშებით ან შორი მანძილის არტილერიით, შესაძლოა, უკრაინისადმი „მხარდაჭერის ნაკადის“ შეჩერებას შეეცადოს.

გამოცემა იქვე დასძენს, რომ ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა 30-ვე წევრზე თავდასხმას უდრის.


Вернуться назад