Главная > სპორტი > საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო


3-06-2022, 09:38. Разместил: cira mgvdeladze

ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში, პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 4:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან ლოპესმა გამოიტანა.
თუმცა შემდეგ ხვიჩამ წიტაიშვილის პასი მიიღო, კარიდან ოდნავ წინ გამოსულ მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი და „ჯვაროსნები“ დააწინაურა.
სანიოლის შეგირდებს მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ. მარჯვენა ფრთაზე ლობჟანიძე აქტიურობდა, რომელიც მცველს გაექცა, გადაცემა მიქაუტაძეს გაუკეთა, მას კი გატანა კოულინგმა არ დაანება.
მერე ისევ მიქაუტაძის დარტყმული ბურთი მოიგერია გოლკიპერმა.
33-ე წუთზე კი საჯარიმოდან კვარაცხელიას ჩაწოდებულ ბურთზე კაშიამ ჩიპოლინას დაასწრო და ანგარიში გაზარდა. სამწუხაროდ, ჯოლისთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო წიტაიშვილმა და გიორბელიძემ შეცვალა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 5 ივნისს გასვლაზე ბულგარეთთან გამართავს.

Вернуться назад