დონალდ ტრამპი - ვამაყობ, რომ ვარ პრეზიდენტი, რომელმაც ქალთა სპორტი გადაარჩინა, მამაკაცებს არასოდეს უნდა მიეცათ უფლება, შეეჯიბრონ ქალებს

ნანახია: 77
სრული ინფორმაცია

ამაღელვებელი სიახლე! ჩემი აღმასრულებელი ბრძანების გამო, რომელსაც გუშინ ამაყად მოვაწერე ხელი, NCAA-მა [ეროვნული საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაცია] ოფიციალურად შეცვალა თავისი პოლიტიკა მამაკაცების ქალთა სპორტში დაშვების შესახებ - ის ახლა აკრძალულია! - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მამაკაცებს არასოდეს უნდა მიეცათ უფლება, შეეჯიბრონ ქალებს.

„შესანიშნავი დღეა ქალებისა და გოგონებისთვის მთელი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. პირველ რიგში, მამაკაცებს არასოდეს უნდა მიეცათ უფლება, შეეჯიბრონ ქალებს, მაგრამ მე ვამაყობ, რომ ვარ პრეზიდენტი, რომელმაც ქალთა სპორტი გადაარჩინა. ველით, რომ ოლიმპიური კომიტეტი ასევე გამოიჩენს საღ აზრს და განახორციელებს ამ პოლიტიკას, რომელიც ძალიან პოპულარულია ამერიკელ ხალხში და მთელ მსოფლიოში!“ - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს სპორტის ქალთა კატეგორიებში მონაწილეობას უკრძალავს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."