Главная > საზოგადოება > პარლამენტთან საპროტესტო აქცია ,,კომენდატის საათის " გაუქმების მოთხოვნით მიმდინარეობს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია ,,კომენდატის საათის " გაუქმების მოთხოვნით მიმდინარეობს


3-04-2021, 21:00. Разместил: mariko

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები „კომენდანტის საათის“ გაუქმებას და დაწერილი ჯარიმების ჩამოწერას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ადგილზე სცენა მოაწყეს. მათი განცხადებით, კონცერტი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და დილის 05:00 საათზე დასრულდება.

„ეს კონცერტი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ვისაც მუსიკა მოენატრა, შეუძლია მოვიდეს, რამდენიმე ბენდია და შემდეგ დიჯეი მთელი ღამით დაუკრავს. ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ყველაზე დიდი დემონსტრაცია რაც ცხოვრებაში მინახავს, თუმცა „კომენდანტის საათის“ გაპროტესტებას განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება. ამ თვალსაზრისით, ვერ ვიტყოდი, რომ ცოტა ხალხია.

პოზნერის ვიზიტის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს „კომენტანდის საათი“ "კლოუნური", სამარცხვინო ზომაა, რომელიც შერჩევითად გამოიყენება, რომ ყმები ვიყოთ სახლებში ჩაკეტილები და ბატონებმა „იგულაონ“ წყნარად”, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ.


ფოტო: ტაბულა


Вернуться назад