Главная > საზოგადოება > 29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა

29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა


25-08-2025, 16:00. Разместил: mariko

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 29 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ამასთანავე, დადგენილება არ გავრცელდება სამსახურებსა და მოსამსახურეებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.


Вернуться назад