Главная > საზოგადოება > მაშველებს გოდერძის უღელტეხილზე, დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი მოქალაქეები გამოჰყავთ
მაშველებს გოდერძის უღელტეხილზე, დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი მოქალაქეები გამოჰყავთ5-02-2021, 21:16. Разместил: mariko |
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უკვე შვიდი საათია დიდთოვლობის გამო, გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილ მოქალაქეებს ეხმარებიან. უწყების ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-დან შესული ინფორმაციის თანახმად, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე მყოფი ავტომობილები ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება.
Вернуться назад |